კომპანიის შესახებ
სტრუქტურადირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
საქართველოს რკინიგზის 34 თანამშრომელს შრომის უსაფრთხოებაში საერთაშორისო დონის სერთიფიკატები გადაეცათ
ივნისი 04, 2018

საქართველოს რკინიგზის 34 თანამშრომელს შრომის უსაფრთხოებაში საერთაშორისო დონის სერთიფიკატები გადაეცათ. ამ ღონისძიებით დასრულდა საქართველოში Iowa State University-ის მხარდაჭერითა და ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ დაფინანსებით მიმდინარე საგრანტო პროგრამის მეორე ეტაპი. უკვე სერტიფიცირებული ტრენერები შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების საკითხებზე სწავლების კურსს საქართველოს რკინიგზის ყველა რეგიონსა და სტრუქტურულ ერთეულში ჩაატარებენ. შეგახსენებთ, რომ მსგავსი პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება. მის ფარგლებში სარკინიგზო კოლეჯის ლექტორების გადამზადებაც მოხდა. აღნიშნული ინიციატივა შრომის დაცვისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევასდა თანამედროვე სტანდარტებზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას ემსახურება.

 


 
 
Copyright © 2018 Georgian Railway. All Rights Reserved.