კომპანიის შესახებ
სტრუქტურადირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
სისხლის დონაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზამ აქცია გამართა
ივნისი 14, 2018

„გაიღეთ სისხლი, აჩუქეთ ბავშვებს სიცოცხლე“- სისხლის დონაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზამ აქცია გამართა. საქართველოს რკინიგზისა და სისხლის ბანკის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, უანგარო დონაციაში რკინიგზის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

კომპანიაში დასაქმებულებმა ლეიკემიითა და სხვა მძიმე პათოლოგიით დაავადებული იმ ბავშვების დასახმარებლად გაიღეს სისხლი, რომლებიც მკურნალობას იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკოჰემატოლოგიურ დეპარტამენტში გადიან.

 


 
 
Copyright © 2018 Georgian Railway. All Rights Reserved.