კომპანიის შესახებ
სტრუქტურადირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
საქართველოს რკინიგზის განცხადება
ივნისი 20, 2018

ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე, გამთენიისას მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასები სოფელ დაბასთან მისასვლელ გზაზე, მერვე კილომეტრის მერვე პიკეტზე ჩამოიშალა. შეფერხების გამო, ბორჯომიდან 07:15-ზე გასულმა ,,კუკუშკამ“ მგზავრების ბაკურიანში ჩაყვანა ვერ შეძლო. მომხდარის გამო არავინ დაშავებულა. წინასწარი ინფორმაციით, მეწყერის გამომწვევი მიზეზი ადგილობრივი წყალმომარაგების კომპანიის წყლის მილის გაუმართაობა გახდა, რის გამოც ნიადაგი ლიანდაგის მიწის ვაკისზე ჩამოიშალა. ლიანდაგი მეწყრული მასით არის დაფარული. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მოძრაობა კი რამდენიმე დღეში, სამუშაოების დასრულების შემდეგ განახლდება. საქართველოს რკინიგზა შეფერხების გამო, მგზავრებს ბოდიშს უხდის.


 
 
Copyright © 2018 Georgian Railway. All Rights Reserved.