კომპანიის შესახებ
სტრუქტურადირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
საქართველოს რკინიგზამ საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით დამატებითი მატარებლები დანიშნა
ივნისი 28, 2018

საზაფხულო სეზონის დაწყებასა და მგზავრთნაკადის გაზრდის გამო, საქართველოს რკინიგზ თბილისსა და ქუთაისიდან, ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებლები დანიშნა.

1 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით, ჩქარი ელექტრომატარებელი 808 თბილისიდან 10 სთ 30 წთ-ზე გავა და ბათუმში 15 სთ 30 წთ-ზე იქნება. ელექტრომატარებელი807 ბათუმი - თბილისი, ბათუმიდან 17 სთ 10 წთ-ზე გამოვა, ხოლო თბილისში 22 სთ 03 წთ-ზე იქნება.

2 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით, ჩქარი ელექტრომატარებელი №806 თბილისიდან 6 სთ 30 წთ-ზე გავა და ბათუმში 11 სთ 30 წთ-ზე ჩავა. მატარებელი805 ბათუმი - თბილისი, ბათუმიდან 14 სთ 20 წთ-ზე გამოვა, ხოლო თბილისში 19 სთ 22 წთ-ზე იქნება.

1 ივლისიდან რეისები დაემატება ქუთაისი-ბათუმის მიმართულებასაც. ჩქარი ელექტრომატარებელი №898 ქუთაისი - ბათუმი 8 სთ 05 წთ-ზე გავა და ბათუმში 11 სთ 01 წთ-ზე ჩავა. ხოლო მატარებელი №897 ბათუმი - ქუთაისი, ბათუმიდან 21 სთ 00 წთ-ზე გამოვა და ქუთაისში 23 სთ 55 წთ-ზე იქნება.


 
 
Copyright © 2018 Georgian Railway. All Rights Reserved.