კომპანიის შესახებ
სტრუქტურადირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
ინფორმაცია ტარიფების შესახებ
სექტემბერი 26, 2018
საქართველოს რკინიგზაზე მაგისტრალური მიმოსვლის სამგზავრო მატარებელზე
დადგენილი ფიქსირებული ტარიფები რჩება უცვლელი. მოგეხსენებათ, რომ
საქართველოს რკინიგზაში მგზავრთა გადაყვანა არარენტაბელურია და ხორციელდება
სუბსიდირება. უახლოეს მომავალში დაგეგმილია ფოთის, ზუგდიდისა და ოზურგეთის
მიმართულებებზე მოძრავი ელექტრომატარებლების განახლება და დამატებითი
სერვისებით უზრუნველყოფა. სამატარებლო პარკის ტექნიკური უზრუნველყოფისა და
მგზავრობის პირობების გასაუმჯობესებლად, საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტის
გადაწყვეტილებით, მაგისტრალურ მატარებლებზე სეზონური ფასდაკლება არ
განხორციელდება და ტარიფი დარჩება უცვლელი. უცვლელად შენარჩუნებული იქნება
თბილისი-ოზურგეთისა და თბილისი-ქუთაისის მიმართულებით მოძრავი დილის
მატარებლებით და ასევე პლაცკარტის ტიპის ვაგონებით მგზავრობის საფასური.
იძულებით გადაადგილებული პირებსა და სტუდენტებზე ვრცელდება 50% შეღავათი
მაგისტრალური მიმოსვლის შესაბამისი კლასის ვაგონებზე. 50% ფასდაკლება ასევე
მოქმედებს 5-10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

 
 
Copyright © 2018 Georgian Railway. All Rights Reserved.