კომპანიის შესახებპროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
სს ”საქართველოს რკინიგზა” აცხადებს საჯარო აუქციონს 2017 წლის 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრამდე ლოტი 1
სექტემბერი 20, 2017

ლოტი 1

 

სს ”საქართველოს რკინიგზა” აცხადებს საჯარო აუქციონს 2017 წლის 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრამდე

სს „საქართველოს რკინიგზის“ საკუთრებაში არსებული,არამუშა ფარეხის 523 ერთეული ნახევარვაგონის რეალიზების მიზნით

1. ძირითადი საინფორმაციო მონაცემები:

· საიჯარო ქონების მისამართი- საქართველო;

· გასაყიდი ვაგონების რაოდენობა 523 ერთეული

· საწყისი გასაყიდი ფასი - 8 624 224 ლარი (დღგს-ჩათვლით)

· ”ბიჯი” -49 476 ლარი;

· ”ბე” -494 760 ლარი;

· ბილეთის ფასი -200 ლარი;

სს „საქართველოს რკინიგზის“ საკუთრებაში არებული, არამუშა ფარეხის 523 ნახევარვაგონის ტექნიკური მახასიათებლები (აშენების წელი, მსახურების ვადა, გეგმიური შეკეთების ვადა, ტიპი, მოდელი, ტვირთამწეობა, ძარის მოცულობა) წარმოდგენილია დანართის 1 სახით.

შეძენილი ქონება „მყიდველს“გადაეცემა დანართი 1- ში მითითებულ სადგურებში, შესაბამისი მიღება-გადაცემის აქტ(ებ)ის შედგენით.

საჯარო აუქციონი ჩატარდება სს „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციულ შენობაში, 2017 წლის 20 ოქტომბერს 14 საათზე. აუქციონში მონაწილეობისათვის ბილეთის ფასი შეადგენს 200 ლარს. განაცხადების მიღების ადგილი - ქ. თბილისი, თამარ მეფის გამზირი N15, სს ”საქართველოს რკინიგზის” გამოთვლითი ცენტრის შენობა მე-7 სართული. (+995) 591 19 91 90.

განაცხადების მიღების ვადა 2017 წლის 20 სექტემბრიდან 2017 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით 12 საათამდე. განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით. აუქციონის ჩატარების დღემდე 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო აუქციონის ჩატარების დღეს 10:00 საათიდან 12:00 საათამდე.

საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ - საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ან ამ პირთა გაერთიანებას;

საჯარო აუქციონის დასრულების დღიდან, 30 კალენდარული დღის ვადაში, ქონების მესკუთრესა დაინტერნეტ-აუქციონში გამარჯვებულს შორის ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება, იმ პირობების გათვალისწინებით, რომლის შინაარსიც გამოქვეყნებულია ლოტის საინფორმაციო ველში. (იხილეთ მიმაგრებული ფაილი "იჯარის ხელშეკრულება", სააუქციონო პირობები).

იჯარით გადასაცემი ქონებისა და აუქციონის პირობებისშესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია -სს „საქართველოს რკინიგზაში“. ქ. თბილისი, თამარ მეფისგამზ.N15. საკონტაქტო ტელეფონი:

სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე -(+995) 591 19 03 03 Alexsi.koreli@railway.ge

ფინანსურ საკითხებზე: - (+ 995) 577 62 11 75. Tamuna. Tabatadze@railway.ge

იურიდიულ საკითხებზე - (+995) 591 19 91 90. Nino.abelishvili@railway.ge

ვაგონების ტექნიკურ მდგომარეობაზე - (+995) 591 19 93 88. Zaza.paturashvili@railway.ge

ვაგონების გადაზიდვასთან დაკავშირებულ საკითხებზე-(+995)5919889. omar.gulbani@railway.ge

 
 
Copyright © 2017 Georgian Railway. All Rights Reserved.