კომპანიის შესახებ
სტრუქტურადირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
სს „საქართველოს რკინიგზა“ აცხადებს ელექტრონულ (ინტერნეტ) აუქციონს, მის საკუთრებაში არსებული არამუშა ფარეხის 523 ერთეული სარემონტო ნახევარვაგონის რეალიზების მიზნით, ამა წლის 26 იანვრიდან, შემდეგი პირობებით:
იანვარი 26, 2018

სს „საქართველოს რკინიგზა“ აცხადებს ელექტრონულ (ინტერნეტ) აუქციონს, მის საკუთრებაში არსებული არამუშა ფარეხის 523 ერთეული სარემონტო ნახევარვაგონის რეალიზების მიზნით, ამა წლის 26 იანვრიდან, შემდეგი პირობებით:

· სარეალიზაციო ვაგონების რაოდენობა 523 ერთეული

· ქონების საწყისი ღირებულება - 7112216 ლარი (დღგს-ჩათვლით)

· ”ბიჯი”- 50000 ლარი;

· ”ბე” - 711222 ლარი;

1. აუქციონის ტექნიკური პირობები:

· სს „საქართველოს რკინიგზის“ საკუთრებაში არებული, არამუშა ფარეხის 523 ნახევარვაგონის ტექნიკური მახასიათებლები (აშენების წელი, მსახურების ვადა, გეგმიური შეკეთების ვადა, ტიპი, მოდელი, ტვირთამწეობა, ძარის მოცულობა) წარმოდგენილია დანართის 1 სახით.

· შეძენილი ქონება „მყიდველს“გადაეცემა დანართი 1- ში მითითებულ სადგურებში, შესაბამისი მიღება-გადაცემის აქტ(ებ)ის შედგენით.

· ვაგონების „მყიდველისთვის“ გადაცემა განხორციელდება ეტაპობრივად, „გამყიდველის“ მხრიდან, ვაგონის გადაცემის მზადყოფნის შესახებ შეტყობინებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში.

· „მყიდველი“ ვალდებულია ვაგონების გადაცემის შესახებ „გამყიდველის“ შეტყობინების მიღებიდან, 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში გამოცხადდეს შეტყობინებაში მითითებულ ადგილზე და ჩაიბაროს შეძენილი ქონება. მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 180 კალენდარული დღის ვადაში კი სრულად გაიყვანოს შეძენილი ვაგონები სს „საქართველოს რკინიგზის“ ტერიტორიიდან და გაათავისუფლოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, ამ პერიოდის განმავლობაში „მყიდველი“ გათავისუფლებულია საქართველოს რკინიგზის სატარიფო პოლიტიკით გათვალისწინებული დამატებითი მომსახურების საფასურების გადახდისაგან, ხოლო აღნიშნულ ვალდებულების მითითებულ ვადაში (180 კალენდარული დღე) შეუსრულებლობის შემთხვევაში, „მყიდველს“ დაეკისრება სს საქართველოს რკინიგზის“ „სატვირთო გადაზიდვების ტარიფები და დამატებითი საფასურებით“ გათვალისწინებული დამატებითი მომსახურების საფასურის გადახდა.

· ვაგონების სხვა სარკინიგზო ადმინისტრაციების ტერიტორიაზე გადაადგილების საჭიროების შემთხვევაში, კურსირების საკითხის შეთანხმებაზე პასუხისმგებელია „მყიდველი“, სხვა სარკინიგზო ადმინისტრაციების მიერ კურსირების პირობების შეუთანხმებლობა, არ წარმოადგენს შეძენილი ქონების „გამყიდველისათვის“ დაბრუნების მოთხოვნის წინაპირობას.

· სარეალიზაციო ვაგონების მატარებელში ჩასართავად საჭიროებს სატრანსპორტო მდგომარეობაში მოყვანას.

· მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის შემდგომ, ვაგონების პირველად (ერთჯერადად) ტრანსპორტირებას, საქართველოს რკინიგზის ფარგლებში „მყიდველის“ მოთხოვნის საფუძველზე, უზრუნველყოფს „გამყიდველი“, საკუთარი ხარჯებით.

· „მყიდველის“ მოთხოვნის შემთხვევაში, გამყიდველი, ცალკე ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს თავისივე სარემონტო საწარმოებში ვაგონების შეკეთებას (ვაგონების სატრანსპორტო მდგომარეობაში მოყვანას).

· ვაგონების სარემონტოდ ყოფნის პერიოდი არ ჩაითვლება ვაგონების რკინიგზის ტერიტორიიდან გაყვანისათვის გათვალისწინებულ 180 დღიან ვადაში.

Ø ნტერნეტ-აუქციონში გამარჯვებულთან ფორმდება ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, იმ პირობების გათვალისწინებით რომლის შინაარსიც გამოქვეყნებულია ლოტის საინფორმაციო ველში (ხელშეკრულების სტანდარტული ფორმა თან ერთვის).

Ø ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდება აშშ დოლარში, აუქციონის ჩატარების დღისთვის არსებული, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ (ლარი/აშშ დოლარი) დადგენილი, გაცვლითი კურსის შესაბამისად.

Ø ნასყიდობის ფასის „გამყიდველს“ აუნაზღაურდება საავანსო ანგარიშსწორების წესით.

Ø ნასყიდობის ხელშეკრულების (თანდართული პროექტის არსებითი პირობების გათვალისწინებით) გაფორმების ვადა: აუქციონის დასრულებიდან - 10 კალენდარული დღის ვადაში;

Ø ხელშეკრულების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმების ხარჯებს ფარავს აუქციონში გამარჯვებული.

Ø შეძენილი ქონების საფასურის (აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი, გადახდილი „ბე“-ს გამოკლებით) გადახდის ვადა: ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 20 კალენდარული დღე;

საბანკო რეკვიზიტები:

შეძენილი ქონების დარჩენილი ღირებულება (აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი, გადახდილი „ბე“-ს გამოკლებით) უნდა ჩაირიცხოს სსსაქართველოს რკინიგზის” შემდეგ ანგარიშსწორების ანგარიშზე:

სს ”საქართველოს რკინიგზის” საბანკო რეკვიზიტები:

ეროვნულ ვალუტაში - /თი ბი სი ბანკი მარჯანიშვილის ფილიალი, ბანკის კოდი 220101850; საიდენთიფიკაციო კოდი №202886010 ანგარიშის ნომერი ა/ა №59136020100001, ეროვნულ ვალუტაში.

აშშ დოლარში: Intermediary Bank: CITIBANK N.A. NEW-YORK, USA, SWIFT: CITIUS33, ABA: 021000089

Beneficiarys bank : HEAD OFFICE SWIFT: TBCBGE22;

JSC”TBC BANK ” , Marjanishvili Branch; SWIFT: TBCBGE22850

Name of beneficiary: JSC”GEORGIAN RAILWAY”

Bens account: GE11TB1100000112070112.

სარეალიზაციო ქონებისა და აუქციონის პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სს ”საქართველოს რკინიგზაში”

მისამართი: ქ. თბილისი, თამარ მეფის გამზ. N15.

ტექნიკურ საკითხებზე -(+995) 591 19 03 03 Alexsi.Kopeli@railway.ge

ფინანსურ საკითხებზე: - (+ 995) 577 62 11 75. Tamuna.Tabatadze@railway.ge

იურიდიულ საკითხებზე - (+995) 591 19 91 90. Nino.Abelishvili@railway.ge

ვაგონების ტექნიკურ მდგომარეობაზე - (+995) 591 19 93 88. Zaza. Paturashvili@railway.ge

ვაგონების გადაზიდვასთან დაკავშირებულ საკითხებზე - (+ 995) 591 98 89. Omar. Gulbani@railway.ge

ვაგონების რეალიზაცია განხორციელდება ვებ-გვერდზე www.eauction.ge, ამა წლის 15 თებერვალს.

აუქციონის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. (+995) 32 2601601

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადადით შემდეგ ბმულზე:

ელექტრონული აუქციონი ჩატარდება ვებ გვერზე www. eauction.ge, 2018 წლის 15 თებერვალს

აუქციონის სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე: www.eauction.ge


ხელშეკრულება რეალიზაცია:

დანართი:

დეფექტური აქტი


 
 
Copyright © 2018 Georgian Railway. All Rights Reserved.