კომპანიის შესახებ
სტრუქტურადირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
ცხადდება შიდა კორპორატიული კონკურსი სალოკომოტივო დეპარტამენტში
ოქტომბერი 10, 2018

ძვირფასო მეგობრებო,

სს ”საქართველოს რკინიგზაში” 10 ოქტომბრიდან ცხადდება შიდა კონკურსი საკადრო რეზერვის ფორმირების მიზნით შემდეგ თანამდებობაზე:

სალოკომოტივო დეპარტამენტი

მოძრავი შემადგენლობის რემონტის ზეინკალი (750,00ლ.) - თბილისის მახარისხებლის სალოკომოტივო დეპო/ოპერატიულ-საწარმოო პერსონალი/პერიოდული რემონტის საამქრო (პირველი საამქრო)

ელმავლის მემანქანის თანაშემწე (1000,00ლ.) - თბილისის მახარისხებლის სალოკომოტივო დეპო/ოპერატიულ-საწარმოო პერსონალი/სალოკომოტივო ბრიგადები

სააპლიკაციო ფორმების მიღება ხორცილედება 16 ოქტომბრის ჩათვლით ადამიანთა რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურში ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით (ოთახი 3064; e-mail: kadrebi@railway.ge).

დამატებითი ინფორმაცია საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ იხილეთ შემდეგ ფურცლებზე

გთხოვთ:

მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება;
აირჩიეთ ქართული Uni
cod;
აირჩიეთ ფონტი - Sylfaen;
სააპლიკაციო ფორმის ფაილს დაარქვით თქვენი სახელი და გვარი.

 

გისურვებთ წარმატებებს

 

დანართი #1

მემანქანის თანაშემწის

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1.ფუნქცია მოვალეობები:

1.

მატარებლების უსაფრთხო გადაადგილებაში მემანქანის დახმარება.

2.

ამკრძალავ შუქნიშანზე მსვლელობისას სიგნალების ჩვენების, კონტროლიორის მდებარეობის, მუხრუჭების მაგისტრალში წნევის სიდიდის ფეხზე მდგომ მდომარეობაში გამეორება.

3.

შუქნიშნის ამკრძალავ ჩვენებაე მემანქანის მხრიდან არაადეკვატური რეაგირების შემთხვევაში, ლოკომოტივის გაჩერება.

4.

მემანქანის მხრიდან მართვის უნარ დაკარგვის შემთხვევაში, მატარებელის (ლოკომოტივის) გაჩერება, დადგენილი წესით დამაგრება, შემდგომ ინსტრუქციების მიხედვით მოქმედება.

5.

მემანქანის დავალებებისა და მითითებების არსებული ნსტრუქციების შესაბამისად დროულად და ზუსტად შესრულება.

6.

წინასარეისო სამედიცინო გასინჯვიასა და ფსიქოფიზიოლოგიური მდგომარეობის დადგენილი წესით შემოწმების გავლა "საქართველოს რკინიგზის" მიერ დამტკიცებული მეთოდიკებით.

7.

დადგენილი წესის შესაბამისად დღენიადაგ კვალიფიკაციის და ტექნიკური ცოდნის ამაღლება.

8.

მოვალეა შეასრულოს და დაიცვას: საქართველოს რკინიგზის ექსპლატაციის წესები, სიგნალიზაციის ინსტრუქცია, მატარებელთა მოძრაობის და სამანევრო მოძრაობის ინსტრუქცია, '"საქართველოს რკინიგზის" მოქმედი ბრძანებები, ინსტრუქციები, მითითებები და სხვა ნორმატიული აქტები.

2.საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება

საშუალო

მუშაობის გამოცდილება

ზეინკლად მუშაობის სტაჟი არანაკლებ 3 თვე ან მოძრაობასთან დაკავშირებულ სხვა თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წელი

აუცილებელი უნარ-ჩვევები

ყურადღებიანი და სიფხიზლე

აუცილებელი ცოდნა

ტექნიკური ექსპლოატაციის წესები; მატარებელთა მოძრაობისა და სამანევრო მუშაობის ინსტრუქცია; სიგნალიზაციის ინსტრუქცია; შრომის დაცვის ინსტრუქცია; ლოკომოტივის კონსტრუქცია ნაწილობრივ.

სხვა მოთხოვნები

3.სამუშაო რეჟიმი: ცვლიანი;

დანართი #2

მოძრავი შემადგენლობის რემონტის ზეინკლის

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1.ფუნქცია მოვალეობები:

1.

დაზიანებების გამოვლენა და რემონტი.

2.

სამუხრუჭო სისტემის, რესორული და აკვანისებური ჩამოკიდების რემონტი აწყობა.

3.

პნევმატიკური სისტემის გამოცდა, სამუხრუჭე ცილინდრების რევიზია.

4.

ურიკების გამოგორება, დაშლა, აწყობა, შეგორება.

5

წევის და დამხმარე ელექტრული ძრავების დაღარვა.

6

მასრების შემკუმშავი კამერის გასინჯვა და ღრეჩოების რეგულირება, კომპრესორის სარქველების მიხეხვა.

7

სამუხრუჭო-ბერკეტული გადაცემის გამოცდა და რეგულირება, სამუხრუჭო ხელსაწყოების და საჰაერო მაგისტრალის რევიზია.

8

ევალება ორგანიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების წესების დაცვა.

2.საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1.

განათლება

საშუალო

2.

სამუშაო გამოცდილება

3.

აუცილებელი უნარ-ჩვევები

სისწრაფე, დაკვირვების და ათვისების უნარი

4.

აუცილებელი ცოდნა

ლოკომოტივის სარემონტო ობიექტების დანიშნულება, კონსტრუქცია, ურთიერთმოქმედება და მათი დაშლა აწყობის პროცესი; სპეციალური საკონტროლო- საზომი ხელსაწყოების დანიშნულება და მათი გამოყენების წესი;

5

სხვა

3.სამუშაო რეჟიმი: ცვლიანი;


 
 
Copyright © 2018 Georgian Railway. All Rights Reserved.