hotmail sign up gmail login
escort ankara
aydin escort bilecik escort
istanbul escort beylikduzu escort istanbul escort halkali escort etiler escort beylikduzu escort sisli escort sirinevler escort istanbul escort sirinevler escort esenyurt escort sirinevler escort sirinevler escort avcilar escort istanbul escort beylikduzu escort bakirkoy escort beylikduzu escort atakoy escort avcilar escort sirinevler escort findikzade escort porno porna brazzers porno turk pornosu porno izle hd porno
 
 
 
 
 
ხარისხის მართვის პოლიტიკა

სს „საქართველოს რკინიგზა“

ფილიალი „მგზავრთა გადაყვანა“

ხარისხის მართვის სახელმძღვანელოს დანართი №2

ხარისხის პოლიტიკა

ქ. თბილისი

2018 წ.

1. ზოგადი დებულებები

1.1. სს „საქართველოს რკინიგზის“ ფილიალის „მგზავრთა გადაყვანა“ ხარისხის პოლიტიკა შემუშავებულია სს „საქართველოს რკინიგზის“ ხარისხის პოლიტიკაზე დაყრდნობით, ფილიალის დებულების, საქართველოს კანონმდებლობის, ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 და სხვა შიდა ნორმატიული აქტების შესაბამისად.

1.2. ხარისხის პოლიტიკას ამტკიცებს სს „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთა საბჭო და ათანხმებს სამეთვალყურეო საბჭოსთან.

1.3. აღნიშნული პოლიტიკა გრძელვადიანი ხასიათისაა და არ იზღუდება გარკვეული დროითი ჩარჩოებით. თუმცა ფილიალის და კომპანიის ხელმძღვანელობა პასუხისმგებელია, გადახედოს მას წელიწადში ერთხელ და განაახლოს, საჭიროების შემთხვევაში (ხარისხის პოლიტიკის განახლების აუცილებლობა შესაძლოა წარმოშვას ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა, მაგალითად, მნიშვნელოვანი ორგანიზაციული ცვლილებები, რეორგანიზაცია, ცვლილებები, სიახლეები შეთავაზებულ პროდუქტებსა და მომსახურებებში, საკანონმდებლო და სხვა სახის გარეშე ცვლილებები და ა.შ.).

1.4. სს „საქართველოს რკინიგზის“ ფილიალი „მგზავრთა გადაყვანა“ ზრუნავს იმაზე, რომ ფილიალის ყველა და ნებისმიერი თანამშრომელი იცნობდეს ხარისხის პოლიტიკას და ითვალისწინებდეს მას თავის ყოველდღიურ საქმიანობაში.

1.5. სს „საქართველოს რკინიგზის“ ფილიალი „მგზავრთა გადაყვანა“ უზრუნველყოფს ხარისხის პოლიტიკის ყველა დაინტერესებული მხარისთვის კომუნიკაციას და განათავსებს მას თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

2. დანიშნულება და გამოყენების სფერო

2.1. მოცემული პოლიტიკა, რომელიც წარმოადგენს ფილიალის შიდა ნორმატიულ აქტს, ადგენს სს „საქართველოს რკინიგზის“ ფილიალის „მგზავრთა გადაყვანა“ ხედვას, პრინციპებს, განზრახვებსა და პასუხისმგებლობებს მისი პროდუქტისა და მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით.

2.2. სს „საქართველოს რკინიგზის“ ფილიალის „მგზავრთა გადაყვანა“ ხარისხის პოლიტიკის მიზანია:

- ჩამოაყალიბოს, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს ფილიალი ხარისხის უზრუნველყოფას;

- ნათლად წარმოაჩინოს ფილიალის ერთგულება ფილიალის ზრდის და მუდმივი განვითარების მიმართ;

- მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ ფილიალი ყოველთვის ორიენტირებულია კლიენტებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების, საკანონმდებლო და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე;

- განსაზღვროს ფილიალის ხარისხის მართვის სისტემის საფუძვლად არსებული ძირითადი პრინციპები, რომლითაც ხელმძღვანელობს ფილიალი.

2.3. ხარისხის პოლიტიკიდან გამომდინარე, ფილიალში განისაზღვრება კონკრეტული ხარისხის მიზნები და ამოცანები, ხდება ხარისხის მართვის ეფექტური სისტემის ფორმირება და განვითარება და მისი გამართულობის შეფასება.

2.4. ხარისხის პოლიტიკა ვრცელდება ფილიალის ყველა სტრუქტურულ ერთეულზე და ეხება მისი საქმიანობის ყველა მიმართულებას.

3. სს „საქართველოს რკინიგზის“ ფილიალის „მგზავრთა გადაყვანა“ ხარისხის პოლიტიკა

3.1. სს „საქართველოს რკინიგზის“ ფილიალის „მგზავრთა გადაყვანა“ უპირველესი დანიშნულებაა მატარებლ(ებ)ით მგზავრთა უსაფრთხო, კომფორტული და ხარისხიანი გადაყვანა საქართველოს ტერიტორიაზე, აგრეთვე, მის ფარგლებს გარეთ, მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის წესდების შესაბამისად. ასევე, მგზავრთა მომსახურების სერვის ცენტრებში, ბაქნებსა და მატარებლებში მგზავრთა ხარისხიანი მომსახურება და ყოველივე ამით ღირსეული წვლილის შეტანა ქვეყნის განვითარებაში, მის ეკონომიკურ წარმატებაში.

3.2. სს „საქართველოს რკინიგზის“ ფილიალი „მგზავრთა გადაყვანა“ განსაზღვრავს ხარისხს, როგორც კლიენტების, საკანონმდებლო და ყველა სხვა რელევანტურ მოთხოვნასთან შესაბამისობას, რათა უზრუნველყოს მგზავრთა ეფექტური გადაყვანა, მათთვის მომსახურების მიწოდება.

3.3. სს „საქართველოს რკინიგზის“ ფილიალი „მგზავრთა გადაყვანა“ ორიენტირებულია საქმიანობის იმგვარად წარმართვაზე, რომ მაქსიმალურად დააკმაყოფილოს კლიენტების მოთხოვნები და მოლოდინები. აქედან გამომდინარე, ორგანიზაცია მუდმივად ისწრაფვის მიაწოდოს კლიენტებს მომსახურება, რომელიც არის: დროული, ეფექტური, კონკურენტული, საიმედო, სანდო, უსაფრთხო, კომფორტული და კეთილსინდისიერი.

3.4. სს „საქართველოს რკინიგზის“ ფილიალის „მგზავრთა გადაყვანა“ ყოველდღიური საქმიანობა, დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრინციპებს:

- ორიენტაცია კლიენტზე და სწრაფვა მისი მოლოდინებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, რაც გულისხმობს კლიენტთა მოსაზრებების მიღების, მათი ანალიზის და მათზე ადეკვატურად რეაგირების გამართული და ეფექტური მექანიზმების არსებობას;

- კლიენტებთან, პარტნიორებთან, თანამშრომლებთან თუ ფილიალთან დაკავშირებულ სხვა მხარეებთან ურთიერთობისას პატიოსნებისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვა და მათთვის მაქსიმალური სარგებლის შექმნა;

- ქვეყნის კანონმდებლობის განუხრელად დაცვა;

- სწორი და ადეკვატური სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების დასახვა და მუშაობა მათ მიღწევაზე საქმიანობის ყველა მიმართულებით, ფილიალის ყველა დონეზე;

- ფილიალის ხელმძღვანელობის მიერ ეფექტური ლიდერის როლის შესრულება, რაც გულისხმობს, ერთი მხრივ, ისეთი მიზნების ჩამოყალიბებას, რომლებიც ორიენტირებულია განვითარებაზე, ფილიალის წარმატებაზე, ზრდასა და ფინანსურ მოგებაზე და, მეორე მხრივ, თითოეული თანამშრომლის საერთო ძალისხმევით აღნიშნული მიზნების მიღწევის უზრუნველყოფას;

- ყოველი თანამშრომლის მიერ საკუთარი პასუხისმგებლობებისა და ფუნქცია-მოვალეობების ზედმიწევნით ცოდნა და საქმის კარგად კეთება ყოველთვის, ყოველ ჯერზე;

- ფილიალში მიმდინარე პროცესებში, მიღებულ გადაწყვეტილებებში თანამშრომელთა მაქსიმალური ჩართულობისა და თანამონაწილეობის უზრუნველყოფა ღია კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის საშუალებით;

- თანამშრომლებისთვის პოზიტიური სამუშაო გარემოს შექმნა, მათ მოტივაციასა და შრომით კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა ადამიანური რესურსების მართვის ეფექტური სისტემების დანერგვის გზით;

- ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღება ფაქტობრივ ინფორმაციასა და მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებიც თავს იყრის აუდიტის, ცალკეული პროცესებისა და ერთიანი სისტემის გადახედვისა და შემოწმების შედეგად;

- სწრაფვა ფილიალის მუდმივი განვითარებისა და გაუმჯობესებისკენ, რაც გულისხმობს როგორც პროცესების მიმდინარეობის მუდმივ მონიტორინგს, პერიოდულ შემოწმებას, შესაბამისი გამოსასწორებელი და პრევენციული ღონისძიებების დროულ გატარებას, ისე თითოეული თანამშრომლის პროფესიულ განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვას;

- მომწოდებლებისა და კონტრაქტორების შერჩევისა და კონტროლის გამართული პროცესის არსებობა, რაც, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება თავად ფილიალის მიერ მიწოდებული პროდუქტისა და მომსახურების ხარისხზე.

3.5. სს „საქართველოს რკინიგზის“ ფილიალს „მგზავრთა გადაყვანა“ სწამს, რომ ხარისხის მართვის გამართული და ეფექტური სისტემა ფილიალის წარმატებული საქმიანობის, მისი ზრდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა და განუყოფელი ნაწილია. აქედან გამომდინარე, სს „საქართველოს რკინიგზის“ ფილიალი „მგზავრთა გადაყვანა“ ორიენტირებულია სისტემის მუდმივ დახვეწასა და გაუმჯობესებაზე, საკანონმდებლო, კლიენტების და ყველა სხვა დაინტერესებული მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნების გათვალისწინებაზე, შეძლებისდაგვარად დაკმაყოფილებაზე და შესაბამისად განვითარებაზე.

3.6. სს „საქართველოს რკინიგზის“ ფილიალი „მგზავრთა გადაყვანა“ ერთგულად ემსახურება მუდმივი განვითარების კონცეფციას და იყენებს დანერგილ ხარისხის მართვის სისტემას და საერთაშორისო სტანდარტს ISO 9001:2015, როგორც ჩარჩოს საკუთარი საქმიანობის, პროცესების გაზომვისა და გაუმჯობესებისთვის.

 
 
Copyright © 2018 Georgian Railway. All Rights Reserved.